საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებას გაივლის. იგორ კოკოშკოვის გუნდი იტალიის ქალაქ ტრიესტეშია, სადაც იქაურ ტურნირზე ჩაებმება. ქართველი კალათბურთელების მეტოქეები მასპინძელი იტალია, რუსეთი და მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი იქნება.
ტრიესტეს ტურნირი სამ დღეს გასტანს. იგი 28 აგვისტოს დაიწყება და 30 აგვისტოს დასრულდება. როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების სამივე მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.
მანამდე კი წარმოგიდგენთ ტრიესტეს ტურნირის ბადეს:
28 აგვისტო
მიჩიგანის უნივერსიტეტი – რუსეთი (20:00 საათი)
იტალია – საქართველო (22:30)
29 აგვისტო
იტალია – მიჩიგანის უნივერსიტეტი (20:00)
რუსეთი – საქართველი (22:30)
30 აგვისტო
მიჩიგანის უნივერსიტეტი – საქართველო (20:00)
იტალია – რუსეთი (22:30)