ძიუდო

10:26 | 26.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილმა პირველი წრით დაასრულა

ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ორი ქართველიდან შეჯიბრებას მხოლოდ ერთი შემორჩა. მეორე ნომრად განთესილი ნუგზარ ტატალაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ დმიტრო კანივეცს უილეთო შეხვედრაში ორი გაფრთხილებების უპირატესობით აჯობა (1:3).

ლაშა შავდათუაშვილისთვის კი, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის საწყისი ეტაპის მსგავსად, დაუძლეველი ზღუდე ამჯერადაც ფრანგი პიერ დუპრა აღმოჩნდა. ბრძოლის მეხუთე წუთის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ქართველი ძიუდოისტი მეტოქეს შიდოთი უგებდა, აკრძალული ილეთის შესრულების გამო ჰანსოკუმაკეთი დაისაჯა.

მეთექვსმეტედფინალში ტატალაშვილი ჩინელ შუაი სუნს დაეჭიდება.

0.116498