უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი 27 გუნდისგან უკვე დაკომპლექტდა. დარჩენილია 5 ადგილი, რომლის მფლობელთა ვინაობაც ოთხშაბათს გახდება ცნობილი. მანამდე კი, მთავარ ბადეში თამაშის უფლება “ვალენსიამ”, ზაგრების “დინამომ”, “მაკაბიმ”, “მალმემ” და “შახტარმა” მოიპოვეს.
მონაკოში, “ლუი II-ზე მასპინძლებს რთული ამოცანა ჰქონდათ გადასაჭრელი. ფრანგებისთვის სიტუაცია მე-4 წუთზე ალვარო ნეგრედოს მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ კიდევ უფრო დაამძიმა – ესპანელმა ლამაზი გოლით “ღამურებისთვის” როგორც შემდგომ გაირკვა სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი გაიტანა. მართალია დარჩენილ დროში “მონეგასკებმა” თამაშის მოგება მოახერხეს, თუმცა არასასურველი ანგარიშით (2:1) და ესპანური გუნდი ლიგის ჯგუფურ ეტაპს ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ერთიც, ესპანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 5 წარმომადგენელი ეყოლება.
ბეწვის ხიდზე გაიარა დონეცკის “შახტარმა” – უკრაინელებმა ვენაში გამარჯვების შემდეგ, ლვოვშიც პირველი გაუტანეს “რაპიდს”, მაგრამ სულ მალე ავსტრიელებმა ორგზის იხეირეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ჯგუფში აღწევდნენ. მირჩა ლუჩესკუს გუნდის გასახარად სტუმარი მცველების უხეირო თამაშის შედეგად ანგარიში პირველივე ტაიმში გათანაბრდა, ხოლო მეორე 45 წუთეულში გოლი აღარ გასულა და “შახტარი” 32 გუნდში მოხვდა.
ზედიზედ მეორედ ითამაშებს მთავარ ბადეში შვედეთის ჩემპიონი “მალმე” – სკანდინავიელებმა გლაზგოს “სელტიკს” თითო ტაიმში თითო გოლი აკმარეს და ორი მატჩის ჯამში 4:3 იმარჯვეს. “სელტიკი” და ზოგადად შოტლანდიური საკლუბო ფეხბურთი კი კარგ დღეში ნამდვილად ვერ უნდა იყოს...
არავინ იცის, რა ეშველებოდა თელ-ავივის “მაკაბის” ერვინ ზეჰავი რომ არ ჰყავდეს. შვეიცარიაში გატანილი ორი გოლის შემდეგ ამ ფეხბურთელმა ისრაელშიც გაიტანა, თანაც საჭირო დროს და თავისი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დააბრუნა. თავიდან კი “ბაზელი” იგებდა ზუფის მიერ დიდოსტატურად შესრულებული საჯარიმოს წყალობით. უნდა ითქვას, რომ ებრაელებმა მეტოქის კარის ჩარჩოში ზუსტად ერთდაერთხელ დაარტყეს და გაიტანეს.
ყველაზე ადვილად კი ჯგუფურ ტურნირზე თამაშის უფლება ზაგრების “დინამომ” ირგუნა. ხორვატიის ჩემპიონმა ალბანურ “შკენდერბიუსთან” სტუმრად მოგების შემდეგ (2:1), შინ დიდი ანგარიშით იმარჯვა. პირველ ათ წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს, შემდეგ კი ფეხბურთს მხოლოდ მასპინძლები თამაშობდნენ. არადა, მეორე ტაიმის სტარტზევე ისინი კაცნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ ამისდა მიუხედავად, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფებმა მოწინააღმდეგე კიდევ ორჯერ დაამწუხრეს და ჯგუფურ ეტაპზე დამსახურებულად გავიდნენ.
“მალმე” – “სელტიკი” 2:0 (1:0) – (4:3) (VIDEO)
მალმე, “სვედბანკ არენა”
“მალმე” (4-4-2): ვილანდი; ტინერჰოლმი, არნასონი, ბენგსტონი (კარვალიო 46), იუტუნი; როდიჩი (რაკიპი 82), ლევიცკი, ადუ, ბერგეტი (მეჰმეტი 90); ჯურჯიჩი, როზენბერგი
მწვრთნელი: ააგ ჰარეიდე
“სელტიკი” (4-2-3-1): გორდონი; იანკო, ბოაიტა, ვან დიკი, მალგრევი; ბიტონი (ჩიფტჩი 72), ბრაუნი; ფორესტი (მაკაი-სტივენი 79), იოჰანსენი, არმსტრონგი (კომონსი 46); გრიფიტსი
მწვრთნელი: რონი დელია
გოლები: 1:0 როზენბერგი (22), 2:0 ბოაიტა (55, ა.გ)
გაფრთხილება: როდიჩი (39), კარვალიო (55) – ვან დიკი (20), გრიფიტსი (38), ბოაიტა (48) ბიტონი (65), კომონსი (84), იოჰანსენი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 10 (2) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)
“შახტარი” – “რაპიდი” 2:2 (2:2) – (3:2) (VIDEO)
ლვოვი, “ლვოვ არენა”
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი; სრნა, კრივცოვი, რაკიცკი, აზევედო; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი, ტეიშეირა, ტაისონი (ბერნარდი 87); გლადკი (ედუარდო 83)
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ
“რაპიდი” (4-2-3-1): ნოვოტა; პაველიჩი, სონლეიტნეირი, დიბონი, ოერი; პეცოსი, გრაჰოვაცი (შვაბი 70); შაუბი (პროსენიკი 85), ჰოფმანი (შობესბერგერი 63), კაინცი; ბერიჩი
მწვრთნელი: ზორან ბარაშიჩი
გოლები: 1:0 მარლოსი (10), 1:1 შვაუბი (13), 1:2 ჰოფმანი (22), 2:2 გლადკი (27)
გაფრთხილება: ფრედი (45), გლადკი (61), მარლოსი (68), სრნა (82) – სონლეიტნერი (59, 88), დიბონი (68)
გაძევება: სონლეიტნერი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 13 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)
“დინამო” (ზაგრები) – “შკენდერბიუ” 4:1 (2:1) – (6:2)(VIDEO)
ზაგრები, “მაქსიმირი”
“დინამო” (4-2-3-1): ედუარდო; პინტო, სიგალი, ტარაველი, პივარიჩი; მაჩადო, გონსალო; სუდანი, კორიცი (როგი 67), პიაცა (ფერნანდესი 77); ჰოჯიჩი (ანტოლიჩი (52)
მწვრთნელი: ზორან მამიჩი
“შკენდერბიუ” (4-4-2): შეჰი; ვაგჯელი, რადასი, იაშანიკა, არაპი; პროგნი (ნიმაგა 65), ლილაი, შკემბრი, ესკერდინია; ლატიფი (ჰრისტოვი 78), ბერიშა (ოლაინკა 58)
მწვრთნელი: მირელ იოცა
გოლები: 1:0 სუდანი (9), 1:1 ესკერდინია (10), 2:1 ჰოჯიჩი (15), 3:1 ტარაველი (55), 4:1 სუდანი (80)
გაფრთხილება: გონსალო (17, 48), კორიცი (22), პივარიჩი (27) – ბერიშა (17), ვანგჯელი (58)
გაძევება: გონსალო (48)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 14 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 12:5 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)
“მონაკო” – “ვალენსია” 2:1 (1:1) – (3:4) (VIDEO)
მონაკო, “ლუი II”
“მონაკო” (4-3-3): შუბაშიჩი; ფაბინიო, რაჯი, კარვალიო, კურზავა (ელდერსონი 62); პაშალიჩი (ლემარი 46), ტულალანი, სილვა; დირარი, მარტიალი, კავალეირო (კარილიო 64)
მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი
“ვალენსია” (4-3-3): რაიანი; ბარაგანი, მუსტაფი, ვეზო, გაია; პერესი (დანილო 77), ფუეგო, პარეხო; ფეგული, ნეგრედო (ალკასერი 60), როდრიგო (პიატი 65)
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო
გოლები: 0:1 ნეგრედო (4), 1:1 რაჯი (17), 2:1 ელდერსონი (75)
გაფრთხილება: პაშალიჩი (38), ტულალანი (56), ელდერსონი (72) – ვეზო (52), პერესი (73), პიატი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 8 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
“მაკაბი” – “ბაზელი” 1:1 (1:1) – (3:3) (VIDEO)
თელ ავივი, “ბლუმფილდ სთედიუმი”
“მაკაბი” (4-2-3-1): პაბლო; სპუნგინი, ბენ ჰაიმი (მიჩა 83), ტირბი, ბენ ჰარუში; იგიებორი (პერეტცი 70), ალბერმანი; ბენ ჰაიმი, მიტროვიჩი (ბარაკი 90), რიკანი; ზეჰავი
მწვრთნელი: სლავისა იოკანოვიჩი
“ბაზელი” (4-4-2): ვაცლიკი; ლანგი, სუხი, სამუელი, საფრაი; კალა (აიეტი 83), ელ ნენი (გაში 76), ქსაკა, ბიარნსონი (ბიტე 68); ემბოლო, ზუფი
მწვრთნელი: ურს ფიშერი
გოლები: 0:1 ზუფი (11), 1:1 ზეჰავი (24)
გაფრთხილება: რიკანი (62) – საფარი (49), ზუფი (74), ქსაკა (84), სუხი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 14 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 2:10 თამაშგარე: 6:3
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)