ფეხბურთი

23:20 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ილიარამენდიში 16 მილიონს მიიღებს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ასიერ ილიარამენდი მიმდინარე სეზონს “სანტიაგო ბერნაბეუზე” არ გაატარებს.

ორი წლის წინათ “რეალ სოსიედადიდან” “სამეფო კლუბში” გადასვლის შემდეგ, ცენტრალურმა ნახევარმცველმა ვერ მოახერხა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება და ამიტომ, მადრიდელები მის გასხვისებაზე დაფიქრდნენ.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ლივერპული” 20 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. სამაგიეროდ, AS-ი ირწმუნება, რომ “სოსიედადმა” ილიარამენდის დასაბრუნებელი თანხა გამონახა და კლუბებს შორისაც შეთანხმება თითქმის შედგა. საუბარია ასეთ სქემაზე: ასიერი ყოფილ კლუბში ერთ სეზონს განათხოვრების წესით გაატარებს, ამის შემდეგ კი, მისი გამოსყიდვის მიზნით კლუბი სავალდებულო 16 მილიონ ევროს გადაიხდის.

ილიარამენდის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით ეს შეთანხმება ლოგიკურ დასასრულამდე მივა და “რეალი” ნახევარმცველს დაემშვიდობება. პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში მან 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ 10-ჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.

0.141047