საფეხბურთო კლუბ “ტიგრესის” მთავარი მწვრთნელი რიკარდო ფერეტი მექსიკის ეროვნული გუნდის ტექნიკურ დირექტორად დანიშნეს. ამის შესახებ მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება.
61 წლის სპეციალისტი ახალ თანამდებობაზე 25 აგვისტოს წარადგინეს და მას უფლება ექნება ეროვნულ ნაკრებს უახლოესი 4 მატჩის განმავლობაში გაუძღვეს. ფერეტი კლუბსა და ნაკრებში მუშაობას ერთმანეთს შეუთავსებს.
ვარაუდობდნენ, რომ ფერეტი მექსიკელთა ახალი დამრიგებელი იქნებოდა, მაგრამ ხსენებული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ სხვაგარად გადაწყვიტა.