ფეხბურთი

18:02 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარინს არველაძე გაწვრთნის

შოთა არველაძის გაწვრთნილი “ტრაბზონსფორი” შემადგენლობას აძლიერებს. თურქულმა გუნდმა ლონდონის “ჩელსიდან” გერმანელი ნახევარმცველი მარკო მარინი დაიმატა. ამის შესახებ “ტრაბზონის” ვებგვერდი წერს. 26 წლის ნახევარმცველი შოთას გუნდში იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

მარკო მარინი ლონდონში 2012 წელს ბრემენის “ვერდერიდან” გადავიდა, თუმცა “სტემფორდ ბრიჯზე” ვერაფრით დამკვიდრდა. გასულ სეზონში იგი ერთბაშად ორ გუნდში იყო განათხოვრებული. პირველი ნახევარი მარკომ “ფიორენტინაში” გაატარა, ხოლო მეორე – “ანდერლეხტში”.

0.113898