სარანსკის “მორდოვიას” მეკარე ნუკრი რევიშვილი ინტერნეტპორტალ championat.com-ის ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში, “მორდოვიამ” სტუმრად “კრასნოდართან” ითამაშა და საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ ყოფილ კლუბთან მატჩში (0:0) კარი მშრალად შეინახა.
“კრასნოდართან” სტუმრად მატჩის ნულზე დასრულება საუცხოოა. პრინციპში, მიმდინარე სეზონში სამხრეთელებისგან გოლი მხოლოდ არტიომ რებროვს არ გაუშვია. მაშინ, “კრასნოდარი” სეზონისთვის ბოლომდე მზად არ იყო. ამჟამად, მე-6 ტურისთვის “კრასნოდარი” ფიზმომზადების მხრივ სულ სხვა გუნდია. ალბათ, კონონოვის გუნდმა ყველა თავისი გოლი ჰიკ-თან გაიტანა, ხოლო “კრასნოდარის” ყოფილი მეკარის რევიშვილის კარი ვერ აიღო. ის ორმაგი მოტივაციით თამაშობდა და რამდენიმე საუცხოო სეივი შეასრულა. არის დარტყმის შემდეგ, მან წარმოუდგენელი რამ გააკეთა და კარი გადაარჩინა”- იუწყება championat.com რევიშვილის შესახებ.