იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა გამოუჯანმრთელდა. 22 წლის თავდამსხმელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და ახლა მის გამოჩენას სერია A-ს მეორე ტურში, “რომასთან” მატჩში ელიან.
ალვარომ თავის ინსტაგრამზე დაწერა: “მე დავბრუნდი”.
მორატა ლაზარეთში 5 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა და მას იტალიის სუპერთასი “ლაციოსთან” (2:0) და ჩემპიონატის მატჩი “უიდნეზესთან” (0:1) გაუცდა.