ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მცველი ლუკას დინიე კარიერას იტალიის “რომაში” გააგრძელებს. ამის შესახებ “გაძეტა დელო სპორტი” წერს. 22 წლის ფეხბურთელი რომში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ კონტრაქტს გააფორმებს. ფრანგი მოთამაშე იტალიის დედაქალაქში მიმდინარე სეზონს საიჯარო ხელშეკრულებით გაატარებს.
იტალიელებს დინიეს იჯარა 1.5 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხოლო მისი გამოსყიდვა დამდეგ ზაფხულს 16 მილიონად იქნება შესაძლებელი. დინიეს “რომაში” რუდი გარსია გაწვრთნის, რომელთან ერთადაც “ლილში” უკვე მუშაობდა.
ლუკას დინიე პსჟ-ს ორი წლის წინ შეუერთდა, მაგრამ პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.