სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მცველმა ეზეკიელ გარაიმ შესაძლოა კარიერა ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელოს. ინტერნეტპორტალი gianlucadimarzio.com იუწყება, რომ კლუბებმა არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 28 წლის უკანახაზელის თაობაზე მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი გარაის “ევერტონის” მცველ ჯონ სტოუნსის ალტერნატივად განიხილავს, რომლის მიყიდვაზე ლივერპულელებმა ლონდონელებს უარი უთხრეს.