ჩოგბურთი

14:39 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი აშშ-ს ღია პირველობაზე ითამაშებს

26 აგვისტოს, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება და თუკი სამ მატჩს მოიგებს, ძირითად ბადეში თამაშის უფლებას მიიღებს.

23 წლის ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს 97-ე ჩოგანია, კვალიფიკაციაში მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველ რაუნდში ესპანელ ორიოლ როკა ბატალიას გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს კლასიფიკაციაში 218-ე ადგილი უკავია.

წარმატების შემთხვევაში, ნიკოლოზის შემდეგი მეტოქე ამერიკელ მიტჩელ კრუეგერს და ბელგიელ ნილს დესეინს შორის უმჯობესი იქნება.

ბასილაშვილიდ ბადის მხარეს ყველაზე სახიფათო მეტოქე 32-ე ნომრად განთესილი არგენტინელი ფაკუნდო არგუელოა, რომელიც მსოფლიოს 139-ე ჩოგანია.

ცნობისთვის, USOpen-ს კვალიფიკაციის დაძლევისთვის 25 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული.

0.122929