ჩილეს ნაკრებისა და აწ უკვე “ნაპოლის” ყოფილი თავდამსხმელი ედუარდო ვარგასი კარიერას გერმანულ “ჰოფენჰაიმში” გააგრძელებს. ამის შესახებ “სოფლელების” ვებგვერდი იუწყება. 26 წლის ფორვარდმა გერმანელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა და გუნდში 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ვარგასი “ნაპოლიში” 2012 წელს “უნივერსიდად დე ჩილედან” 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარდგა, მაგრამ “სან პაოლოზე” ვერ დამკვიდრდა. იგი სხვადასხვა დროს იჯარით “გრემიოში”, “ვალენსიასა” და ინგლისის ქპრ-ში თამაშობდა.