კოლუმბიელი ნახევარმცველი ხუან კუადრადო, რომელიც წინა სეზონში ლონდონის “ჩელსიში” გამოდიოდა, იტალიაში ჩაფრინდა, რათა ტურინის “იუვენტუსში” სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ამის შესახებ bbc.com იუწყება.
“ჩელსი” კუადრადოს “იუვენტუსში” განათხოვრებას ერთი წლით აპირებს, რის სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს მიიღებს. ამავე დროს, გარიგებაში ჩაიდება პუნქტი რომლის თანახმად ტურინელებს მომავალი წლის ზაფხულში კოლუმბიელის ტრანსფერის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შანსი ექნება.
კუადრადო “ჩელსიში” მიმდინარე წლის თებერვალში “ფიორენტინადან” 33 მილიონ ევროდ გადავიდა.