ფეხბურთი

0:31 | 25.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრანადაში "ეიბარი" თამაშობდა

ესპანეთის ლა ლიგის პირველი ტური გრანადაში დასრულდა. “ლოს კარმენესზე” ერთმანეთს ქვედა ეშელონის გუნდები “გრანადა” და “ეიბარი” შეხვდნენ.

ამ მატჩში უკეთ სტუმრები გაისარჯნენ და ახალი სეზონი გამარჯვებითაც დაიწყეს. 22-ე წუთზე ადრიანმა თანაგუნდელის გადაცემა კარგად დაამუშავა და ბურთი მეტოქის კარში მოხდენილად გადაგზავნა. სტუმრები ანტრაქტამდე ორბურთიანი უპირატესობით დაწიანურდნენ – კომბინაცია ამჯერადაც მარცხენა ფლანგზე გათამაშდა, ხოლო დამაგვიგვინებელი დარტყმა ცარიელ კართან მდგომმა ეკსალანტემ შეასრულა.

მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ “გრანადამ” იხეირა, თუმცა მათ იმედს თამაშის გადარჩენის შესახებ, ცივი შხაპი არუაბარენამ გადაავლო, ვინაც მოედანზე შესვლისთანავე გაიტანა და როგორც შემდგომ გაირკვა საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:3.

“გრანადა” – “ეიბარი” (0:2)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

მაყურებელი: 22.369

“გრანადა” (4-2-3-1): ფერნანდესი; ფულკიერი (ლოპესი 46), ბაბინი, მაინცი, რუისი; მარკესი, რუბენ პერესი; როჩინა, იბანიესი (მენდესი 73), პიტი (სუსესი 46); ელ არაბი

მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

“ეიბარი” (4-2-3-1): ირურეტა; ესკალანტე, რამისი, დოს სანტოსი, ლუნა; გარსია, ადრიანი (არუაბარენა 66); კაპა, ბერხონი (იუნკა 76), კეკო; ენრიჩი (ბასტონი 80)

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 0:1 ადრიანი (22), 0:2 ესკალანტე (35), 1:2 როჩინა (50), 1:3 არუაბარენა (67)

გაფრთხილება: მაინცი (89) - კეკო (21), ადრიანი (45), გარსია (55), ლუნა (61), ესკალანტე (64), კაპა (90)

გაძევება: რუისი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 11 (5) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: იგნასიო იგლესიასი

0.106066