“კლივლენდ კავალიერსმა” 30 წლის რუსი ცენტრი საშა კაუნი დაიმატა. “კლივლენდმა” და კაუნმა 2-წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
კაუნი 2008-2015 წლებში მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა. საშა განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად საშუალოდ ერთ შეხვედრაში 9.9 ქულას და 4.5 მოხსნას აგროვებდა.
30 წლის კალათბურთელი 2004-2008 წლებში “კანზასის” კოლეჯის გუნდში თამაშობდა.