ფეხბურთი

21:23 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” სანდრო ოფიციალურად წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” 24 წლის ბრაზილიელი მცველი, ალექს სანდრო ოფიციალურად წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურინული კლუბის “ტვიტერის” გვერდი ავრცელებს.

“იუვენტუსში” თამაში ჩემი ოცნება იყო, ახლა კი ოცნება ამიხდა. ბავშვობაში დელ პიერო და ტრეზეგე მომწონდა. სერია A ძლიერი ლიგაა, აქ ძალისმიერი და აქტიური ორთაბრძოლებია. ვიცი, რომ აქ თამაში განვითარებაში დამეხმარება. 12-ნომრიანი მაისური ავირჩიე”- განაცხადა სანდრომ.

ტრანსფერის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ბრაზილიელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “იუვენტუსმა” “პორტუს” სანდროში 26 მილიონი ევრო გადაუხადა.

ალექს სანდრო 2011-15 წლებში “პორტუს” ღირსებას იცავდა. მცველმა 86 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

0.112129