კალათბურთი

19:36 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნებმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელეს

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოტის კაციკარისმა ევრობასკეტ-2015-ისთვის საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ბერძნები წლევანდელ ევრობასკეტზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგებიან.

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა: ვასილის სპანულისი, გიორგიოს პრინტეზისი, ვანგელის მანცარისი (სამივე “ოლიმპიაკოსი”), ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”), სტრატოს პერპეროღლუ (“ბარსელონა”), კოსტას კაიმაკოღლუ (“უნიქსი”), ნიკოს ზისისი (“ბამბერგი”), კოსტას სკლუკასი (“ფენერბახჩე”), იანის ბურუსისი (თავისუფალი აგენტი), კოსტას პაპანიკოლაუ (“დენვერი”), კოსტას კუფოსი (“საკრამენტო”), იანის ანტეტოკუნმბო (“მილუოკი ბაქსი”).

ევრობასკეტ 2015-ის C ჯგუფში საქართველოს და საბერთნეთთან ერთად, ჰოლანდია, სლოვენია, მაკედონია და მასპინძელი ხორვატიის ეროვნული ნაკრებები იასპარეზებენ. ჯგუფიდან პლეი ოფში საუკეთესო 4 ნაკრები გადის.

0.115208