პარიზული გამოცემა Lე Pარისიენ-ი ირწმუნება, რომ უახლოეს დღეებში პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველი ფაბიუ კოენტრაუ ფრანგული გრანდის, პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება.
წყაროს ცნობით, კლუბები 27 წლის მარცხენა მცველის ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. დარჩენილია უბრალო ფორმალობები, რომლებიც კვირის ბოლომდე უნდა მოგვარდეს და გადასვლაც აუცილებლად შედგება.