“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელმა ნახევარმცველმა ადნან იანუზაიმ სეზონის დარჩენილი ნაწილი შესაძლოა “გუდისონ პარკზე” გაატაროს.
Liverpool Echo-ს ცნობით, ლივერპულელები დარწმუნებულები არიან, რომ ბელგიის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით, მანჩესტერთან ერთწლიანი იჯარის გაფორმებას მოახერხებენ.
აღსანიშნავია, რომ ადნანმა “იუნაიტედის” მიერ ჩატარებულ ბოლო ორ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ იანუზაის თამაშით კმაყოფილი არაა, რადგან ის “ხშირად კარგავდა ბურთს”.
“ევერტონის” თავკაცმა რობერტო მარტინესმა აღიარა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბს სამი შეთანხმება აქვს გასაფორმებელი. “რივერ პლეიტის” მცველი რამირო ფუნეს-მორი უკვე ლივერპულშია და შესაძლოა, მეორე ვარიანტი იანუზაი იყოს. მესამე ვარიანტად პრესა კიევის “დინამოდან” ანდრეი იარომლენკოს, ან “შახტარიდან” ბერნარდის შეძენას ვარაუდობს.