ცნობილი გახდა ის ფინანსური დეტალები, რომლის შესრულების შემდეგაც “ლივერპულის” იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი “მილანში” დაბრუნდება.
25 წლის ფეხბურთელმა “როსონერიში” 2013-2014 წლებში სეზონნახევარი გაატარა და 54 მატჩში 30 გოლი გაიტანა. “ლივერპულში” მისი საქმეები ვერ აეწყო და ბალოტელიმ ინგლისის დატოვება გადაწყვიტა. მერსისაიდელები მზად არიან მარიო გაანათხოვრონ და ყოფილი მოთამაშის დაბრუნების სურვილი მილანელებმაც გამოთქვეს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თავდამსხმელი მილანში დღეს უნდა ჩავიდეს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, კლუბების შორის შეთანხმება ერთწლიან არენდაზე შედგება და “მილანი” ამის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის. “ლივერპული” ამ თანხას კი მიიღებს, მაგრამ ბალოტელის ხელფასის 50 პროცენტის დაფარვა თავად მოუწევს. იტალიელებს სურთ, რომ შეთანხმებაში ჩაიდოს პუნქტი და ერთი წლის შემდეგ მათ მარიოს 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ჰქონდეთ.