კალათბურთი

2:01 | 24.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთმა ქსანთის ტურნირი მოიგო

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ეროვნულ ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქე საბერძნეთმა ქსანთიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება არავის დაუთმო.

ფოტის კაციკარისის შეგირდებმა გასულ დღეებში ჩეხეთს (70:56) და ბოსნია-ჰერცეგოვინას (83:44) სძლიეს, ფინალის დარ მატჩში კი რუსეთიც დაჩაგრეს – 80:65.

რუსები ფავორიტს ბოლო მეოთხედამდე გაუძალიანდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში ბერძნების უპირატესობა აშკარა იყო – 24:11.

გამარჯვებულთა რიგებში არ უთამაშია “მილუოკი ბაქსის” ვარსკვლავ იანის ანტეტოკოუნმპოს. სამაგიეროდ, დიდებულად გაისარჯნენ იანის ბურუსისი და გეორგიოს პრინტეზისი, რომელთაც 16-16 ქულა ჩააგდეს. ორმაგი დუბლი (14 ქულა, 11 მოხსნა) ჰქონდა კოსტა კუფოსს, ხოლო ნიკოს ზისისმა და ვასილის სპანულისმა 11-11 ქულა მოაგროვეს.

რუსეთის ნაკრებში საოცარი მატჩი ჰქონდა სემიონ ანტონოვს, რომელმაც თამაშიდან 13-დან 10 ტყორცნა გამოიყენა და 25:00 წუთში 27 ქულა მიითვალა.

საბერნეთის ეროვნული გუნდი ევრობასკეტისთვის მზადებას ათენში დაგეგმილი აკროპოლისის თასზე თამაშით დაასრულებს. 27-29 აგვისტოს დაგეგმილ ტრადიციულ ტურნირზე მასპინძელთა გარდა, ლიტვა, თურქეთი და C ჯგუფში ქართველ კალათბურთელთა კიდევ ერთი მეტოქე ჰოლანდია იასპარეზებენ.

საბერძნეთი – რუსეთი 80:65 (17:18, 22:17, 17:19, 24:11)

საბერძნეთი: სპანულისი (26 წ. 11 ქ. 5 პ.), პერპეროღლუ (23 წ. 1 ქ. 4 მ.), სლუკასი (20 წ. 8 ქ. 3 მ.), კაიმაკოღლუ (18 წ. 3 ქ. 4 მ.), კუფოსი (21 წ. 14 ქ. 11 მ.); ბურუსისი (19 წ. 16 ქ. 3 პ.), ზისისი (16 წ. 11 ქ. 3 პ.), კალატესი (11 წ.), პრინტეზისი (22 წ. 16 ქ.), პაპანიკოლაუ (17 წ. 4 მ.), მანცარისი (8 წ.).

მწვრთნელი: ფოტის კაციკარისი.

0.122389