კალათბურთი

21:42 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუბიო: “ერთ დღეს უიგინსი MVP გახდება”

“მინესოტა ტიმბერვულვზის” ესპანელმა გამთამაშებელმა რიკი რუბიომ თავის თანაგუნდელ კანადელ ენდრიუ უიგინსზე ისაუბრა.

“ერთ დღეს უიგინდის სეზონის საუკეთესო კალათბურთელი გახდება. ის დიდებული მოთამაშეა, მას ყველაფერი აქვს, რაც დიდი კალათბურთის თამაშს ჭირდება. ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი ვართ, მაგრამ გვყავს რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე, რომლებიც ჩვენ პროფესიულ ზრდაში დაგვეხმარებიან”- განაცხადა რუბიომ.

20 წლის კანადელი ენდრიუ უიგინსი 2014 წლის დრაფტზე “კლიველნდ კავალიერმსა” აირჩია, მაგრამ “კავალერიამ” ფორვარდი “მინესოტაში” გაუშვა. 2014-15 წლების სეზონში უიგინსი წლის საუკეთესო ახალწვეული გახდა. ენდრიუსთვის სადებიუტო სეზონში, კალათბურთელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16.9 ქულას, 4.6 მოხსნას და 2.1 პასს აკეთებდა.

ენდრიუ უიგინსის ტოპ 10

https://www.youtube.com/watch?v=yjILCFmQKco

0.119834