არგენტინის ეროვნული ნაკრების და “ლაციოს” ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ “ბოლონიას” წინააღმდეგ გამართულ იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანი 51-ე წუთზე დატოვა.
რომაელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთები აქვს დაზიანებული. ბილია ერთი თვე იუქმევს და შესაბამისად გუნდს “ლევერკუზენის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განმეორებით შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
ლუკასი არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც ვერ ითამაშებს. “ალბისელესტე” 4 და 8 სექტემბერს ბოლივიასა და მექსიკასთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.