ფეხბურთი

20:54 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პატუ ევროპაში დაბრუნებას იმედოვნებს

“კორინთიანსის” საკუთრებაში მყოფი და ამჟამად “სან პაულოს” თავდამსხმელი ალეშანდრე პატუ ევროპაში დაბრუნებას გეგმავს და ბებერ კონტინენტზე კვლავ მაღალ დონეზე თამაშს აპირებს.

“ვგრძნობ, რომ ჩემი ევროპული თამაშის დრო არ ამოწურულა. ამჟამად “სან პაულოში”იჯარის წესით წლის ბოლომდე ვითამაშებ, შემდეგ კი არ ვიცი რა მოხდება.” - განაცხადა Marca-სთან საუბრისას პატუმ.

სამხრეთამერიკელი “მილანში” 2007 წელს ჩაირიცხა და იტალიური გრანდი 2013 წლის დასაწყისში დატოვა. “როსონერის” მაისურით პატუმ 150 მატჩში 63 გოლი გაიტანა.

0.104786