ფეხბურთი

20:25 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ სექტემბერში დი მარიას ნაკრებიდან დასვენებას ითხოვს

lanacion.com-ის ინფორმაციით, “პარი სენ ჟერმენმა” არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას ეროვნული ნაკრებიდან ანხელ დი მარიას გათავისუფლების თხოვნით მიმართა, მიზეზად კი შემტევის ფრანგულ გრანდთან ადაპტაცის გავლაა. ანხელი პარიზელებს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდა.

“ალბისელესტეს” თავკაცმა ხერარდო მარტინომ დი მარია გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. ამერიკულ ტურნეში არგენტინა ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გუნდი 4 სექტემბერს ბოლივიას დაუპირისპირდება, ხოლო ოთხ დღეში მექსიკასთან გაარკვევს ურთიერთობას.

0.109546