Daily Mail-ის ინფორმაციით, “ლივერპულის” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შესაძლოა “მილანში” იჯარის წესით დაბრუნდეს. ინგლისური გამოცემა იუწყება, რომ 22 აგვისტოს ფეხბურთელი იტალიაში ჩაფრინდა, სადაც “როსონერის” თავკაცს სინიშა მიხაილოვიჩს და მის ასისტენტს შეხვდა.
როგორც ცნობილია, “მერსისაიდელები” მზად არიან ბალოტელი იჯარის წესით გაუშვან. მარიოსთვის “მილანი” ნაცნობი გუნდია. თავდამსხმელი იტალიურ გრანდში 2013 წლის იანვარში მივიდა და სეზონნახევარში ჩატარებულ 54 მატჩში 30 გოლი გაიტანა.