ფეხბურთი

4:15 | 23.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” და “ლევერკუზენი” უდანაკარგოდ

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, უდანაკარგო გუნდები მხოლოდ მიუნხენის “ბაიერნი” და “ლევერკუზენი” არიან. მათთან შეერთების შანსი “ინგოლშტადს” და”დორტმუნდს” აქვთ, რომლებიც კვირას ერთმანეთს ეთამაშებიან.

იყო შანსი, რომ უდანაკაგროთა სიას მიუნხენის “ბაიერნი” გამოკლებოდა, მაგრამ გვარდიოლას შეგირდებმა სასწაული შეძლეს და ბოლო წამებზე “ჰოფენჰაიმს” გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს. თამაში წამების დაწყებული იყო, როდესაც ჟერომ ბოატენგმა მოულოდნელი უკან პასით კევინ ფოლანდი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც მანუელ ნოიერს უპრობლემოდ გაუტანა. ტაიმის შუიდან სტუმრები ამოქმედდნენ და მიულერის დარტყმული ახლო ძელმა აისხლიტა. ტაიმი იწურებოდა, როდესაც დუგლასის დარტყმული მეკარემ პირდაპირ მიულერზე მოიგერია და მანაც წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმი დაიწყო და ვიდალის დარტყმული ზედა ძელმა აისხლიტა. ყველა ელოდა, რომ გერმანიის ჩემპიონი საქმეს გამარჯვებამდე იოლად მიიყვანდა, მაგრამ ბოატენგმა საკუთარ საჯარიმოში ხელით რომ ითამაშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თანაგუნდელები კაცნაკლული დატოვა, “ჰოფენჰაიმს” კი, თერთმეტრიანით დაწინაურების შანსი გაუჩნდა. მაგრამ ნოიერმა პოლანსკის დარტყმული ლამაზ ნახტომში მოიგერია და ეს მიუნხენელებისთვის დამატებითი სტიმული აღმოჩნდა. შეტევებმა შედეგი უკანასკნელ წუთზე გამოიღო, როდესაც ფლანგზე დუგლასი გაიქცა და მისი ჩაწოდებული ამჯერად გოლად ლევანდოვსკიმ აქცია.

“ლევერკუზენს” ამდენი არ უწვალია და გამარჯვების გოლი მე-18 წუთზე გაიტანა. დიდი დრამა გაიმართა ჰამბურგში, სადაც მასპინძლებმა ტაიმი 1:2 დათმეს, მაგრამ მერე “შტუტგარტი” კაცნაკლული დარჩა და “ჰამბურგმაც” მეტობა ორ გოლად დასკვნით 6 წუთში აქცია.

კიოლნი - ვოლფსბურგი 1:1 (1:0)

კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, სორენსენი, ჰაინცი, ჰეკტორი, ვოგტი, ლემანი, რისე, ბიტენკურტი (გერჰარდტი 68), ცოლერი (ოპოჩი 81), მოდესტი.

ვოლფსბურგი: კასტელსი, ვიეირინია, კლოზე, ნალდო, როდრიგესი, ლუის გუსტავო, ჰანტი (კალიჯური 66), პერიშიჩი (ბენდტნერი 74), დე ბრაინე, კრუზი (არნოლდი 81), დოსტი.

გოლები: 1:0 ცოლერი (30), 1:1 ბენდტნერი (83)

გაფრთხილება: ლემანი (72), ვოგტი (78) - კლოზე (88)

ბურთის ფლობის %: 36-64, დარტყმა: 9 (6) - 15 (7), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 6-5, ჯარიმა: 15-11

ჰოფენჰაიმი - ბაიერნი 1:2 (1:1)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი, შერი (ოქსი 90+2), ზულე, კიმი, შმიდი (რუდი 64), შვეგლერი, პოლანსკი, ცუბერი, ფოლანდი, კურანი (უტი 69).

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, (ლევანდოვსკი 67), ბენატია, ბოატენგი, ალაბა, ალონსო, რობენი (ალკანტარა 59), მიულერი, ვიდალი, დუგლასი, გიოტცე.

გოლები: 1:0 ფოლანდი (1), 1:1 მიულერი (41), 1:2 ლევანდოვსკი (90)

74-ე წუთზე პოლანსკიმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი

გაფრთხილება: შვეგლერი (63), კიმი (77), პოლანსკი (89) - ბოატენგი (71, 73), მიულერი (75), რაფინია (83)

გაძევება: ბოატენგი (73)

ბურთის ფლობის %: 28-72, დარტყმა: 8 (1) - 21 (9), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 1-6, სეივი: 7-0, ჯარიმა: 18-17

შალკე - დარმშტადტი 1:1 (0:1)

შალკე: ფერმანი, კაისარა, მატიპი, ნოიშტედტერი, აოგო, ჩუპო-მოტინგი, ჰეგერი (სანე 80), გაისი, დრაქსლერი, დი სანტო (მეიერი 73), ჰუნტელაარი.

დრამშტადტი: მატენია, გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი, ჰელერი, ნიმაიერი, გონდორფი, რაუში (კემპე 87), ვრანჩიჩი (საილერი 50), შტრო-ენგელი (ვაგნერი 83).

გოლები: 0:1 რაუში (9), 1:1 დრაქსლერი (47)

გაფრთხილება: დრაქსლერი (68) - საილერი (52), ვაგნერი (90+4)

ბურთის ფლობის %: 70-30, დარტყმა: 21 (5) - 9 (3), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 4-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 16-18

აინტრახტი - აუგსბურგი 1:1 (0:1)

აინტრახტი: გრადეცკი, ჰასებე (იგმოვსკი 68), სამბრანო, აბრაამი, ოჩიპკა, აიგნერი, რუზი, რაინარტცი, გერეზგიხერი (ჩანდლერი 46), სეფეროვიჩი, კასტაინოსი (ვალდშმიდტი 74).

აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაგი, იონგ-ჰო ჰონგი, კლავანი, სტეფილიდისი, კორი, ბაიერი, ესვაინი (ფულნერი 76), ალთინთოფი (დონგ-ვონ ჯი 68), ვერნერი (მიოლდერსი 90+2), კაიუბი.

გოლები: 0:1 კაიუბი (23), 1:1 რუზი (86)

გაფრთხილება: ჰასებე (20), სამბრანო (89) - კორი (53), ვერჰაგი (89), ფულნერი (90+1)

ბურთის ფლობის %: 53-47, დარტყმა: 11 (3) - 14 (4), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 5-4, სეივი: 3-2, ჯარიმა: 17-21

ჰანოვერი - ლევერკუზენი 0:1 (0:1)

ჰანოვერი: ცილერი, საკი, მარსელო, შულცი, ზორგი, შმიდებახი (ანდრეასენი 71), სანე, კარამანი, ბენსჰოფი (სობიეჩი 67), პრიბი, ერდინჩი (საინტ-მაქსიმინი 60).

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ტა, რამალიო, ვენდელი, კრამერი, ბენდერი, ჩალჰანოღლუ (პაპადოპულოსი 89), მეჰმედი (კრუსე 75), ბრანდტი (ბელარაბი 62), კისლინგი.

გოლი: 0:1 ჩალჰანოღლუ (18)

ბურთის ფლობის %: 43-57, დარტყმა: 6 (3) - 11 (4), კუთხური: 3-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 15-20

ჰამბურგი - შტუტგარტი 3:2 (1:2)

ჰამბურგი: ადლერი, სპახიჩი, ჯურუ, ოსტჟოლეკი, იუნგი, ჰოლტბი (ლასოგა 58), ეკდალი, ილიჩევიჩი, დიკმაიერი, გრეგორიჩი (მიულერი 78), შიპლოკი (ოლიჩი 66).

შტუტგარტი: ტიტონი, ბაუმგარტლი, ინსუა, კლეინი, გლოუშეკი, გენტნერი, რუპი (შვააბი 56), ჰარნიკი, დიდავი (ვერნერი 84), კოსტიჩი (გრუეზო 76), გინჩეკი.

გოლები: 0:1 გინჩეკი (23), 1:1 ილიჩევიჩი (34), 1:2 გინჩეკი (42), 2:2 ლასოგა (84), 3:2 ჯურუ (89)

გაფრთხილება: გრეგორიჩი (31), ჯურუ (48), იუნგი (73) - რუპი (33), კლეინი (52, 53), კოსტიჩი (68), დიდავი (72)

გაძევება: კლეინი (53)

ბურთის ფლობის %: 55-45, დარტყმა: 14 (5) - 12 (4), კუთხური: 0-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 17-21

0.114451