კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა ვარჯიში განაახლა. თუმცა, “ბილბაოსთან” პრიმერადივიზიონის პირველი ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ბარსელონაში დარჩება. სამხრეთამერიკელმა ინფექციური დაავადების გამო უეფას და ესპანეთის სუპერთასის მატჩები გამოტოვა.
“ბლაუგრანას” ხორდი ალბა დაუბრუნდა. კვლავ ტრავმირებულები არიან დუგლასი და ადრიანო, ხოლო მატიეს და პიკეს დისკვალიფიკაცია აქვთ.
23 აგვისტოს “ბილბაოსთან” გასამართი მატჩისთვის ენრიკემ შემდეგ ფეხბურთელები შეკრიბა: ტერ შტეგენი, ბრავო, ალვეში, ბარტრა, მასკერანო, ვერმალენი, ხორდი ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, რაფინია, რობერტო, გუმბუა, კამარა, მუნირი, სანდრო, სუარესი, მესი.