“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა “ნიუკასლთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბი დავიდ დე ხეას “რეალში” გაშვებას არ აპირებს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, პირველ სექტემბრამდე “სამეფო გუნდი” “ფურია როხას” გოლკიპერის გადაბირებას კიდევ ერთხელ შეეცდება.
“ვფიქრობ თუ “მანჩესტერ იუნაიტედს” უნდა ფეხბურთელი, ტრანსფერი ხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასურველი მოთამაშის კლუბს მისი გაყიდვა არ სურს. ჩვენც მსგავსი სიტუაცია გვაქვს, დე ხეას არ გავყიდით.” – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღე დარჩა და ამ პერიოდში გაირკვევა მოახერხებს თუ არა ესპანური გრანდი ესპანელის სამშობლოში დაბრუნებას.