THE SUN-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელის ნეიმარის შეძენას შეეცდება. ინგლისური კლუბის წარმომადგენლები ესპანური გრანდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში გამართავენ.
“წითელი ეშმაკები” “ბლაუგრანას” ფეხბურთელის პედროს გადაბირებას ცდილობდნენ, თუმცა ესპანელმა ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა ამჯობინა. ამჯერად “მანჩესტერი” სამხრეთამერიკელი ვარსკვლავის დამატებას შეეცდება.