ფეხბურთი

1:25 | 22.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამი ფეხბურთელი და მხოლოდ 14 წუთი

ბელგიის იუპერლიგაში მე-5 ტურში წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა ქართველების “გენკმა”, რომელმაც სტუმრად “სენტ ტრუიდენთან” 1:3 წააგო. ძირითად შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა თორნიკე ოქრიაშვილი, ვისაც პეტერ მაესმა თამაშში ჩართვის საშუალება მხოლოდ 76-ე წუთიდან მისცა. ლუკა ზარანდია კი 18 კაციან განაცხადში კვლავაც ვერ მოხვდა. “გენკს” 5 ტურის შემდგომ 7 ქულა აქვს.

განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ უკვე ზედიზედ მეორე მატჩია 90 წუთს სათადარიგო სკამზე ატარებს გიორგი პაპუნაშვილი. გერმანიის მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ვერდერის” სარეზერვო გუნდმა კი “მაგდებურგთან” გიორგის გარეშე შინ, ფრედ (1:1) ითამაშა. ბრემენელებს 4 ტურის შემდგომ ამდენივე ქულა აქვთ დაგროვილი.

0.117006