რუანში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, ბელგიის ეროვნული გუნდის დამარცხების შემდეგ, წინასაევროპისჩემპიონატოდ კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა და ამჯერად კონტინენტის მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთთან დიდი სხვაობით წააგო – 53:95.
პირველ ტაიმში ჩვენებმა ასე თუ ისე წინააღმდეგობა გაუწიეს პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო ნაკრებს, მატჩის მეორე ნახევარში კი მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ.
საფრანგეთი – საქართველო 95:53 (22:15, 19:17, 30:9, 24:12)