საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის პირველი დარეგისტრირებული კანდიდატი უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია გახდა. როგორც ტელეკომპანია “რუსთავი2” იტყობინება, კვარაცხელიამ განაცხადი ფეხბურთის ფედერაციის სამდივნოში დღეს ოფიციალურად შეიტანა. მისი კანდიდატურა საფეხბურთო კლუბმა “გაგრამ” წარადგინა.
როგორც აქამდე ცნობილი იყო, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ სფფ-ის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, თუმცა არცერთ მათგანს კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.