tuttosport-ის ინფორმაციით, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” შემტევ ხუან კუადრადოს იტალიაში დაბრუნება სურს. როგორც sky italia იუწყება, ფეხბურთელისადმი ინტერესს “იუვენტუსი” იჩენს.
იმ შემთხვევაში თუ იტალიელები “შალკედან” ჟულიან დრაქსლერს ან “დორტმუნდიდან” ჰენრიხ მხითარიანს ვერ გადაიბირებენ, მაშინ “ბებერი ქალბატონი” სამხრეთამერიკელის ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას.
მიმდინარე წლის თებერვალში “ფიორენტინადან” კუადრადოს ტრანსფერში “ჩელსიმ” 26.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. ხუანი “ჩელსის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვერ გახდა და მოურინიოც მცირე სათამაშო დროს უთმობს. დიდი ალბათობით მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კუადრადო “არისტოკრატთა” რიგებს დატოვებს.