გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ "ლეევრკუზენს" ჩილელი ახალწვეული ჩარლს არანგიზი დაუშავდა. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე აქილევსის ტრავმა მიიღო და მწვანე მინდორზე მომდევნო ექვსი თვე ვერ გავა.
შეგახსენებთ, რომ არანგიზი "ფარმაცევტებმა" სულ ცოტა ხნის წინ, ბრაზილიური "ინტერნასიონალიდან" 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირეს.