ფეხბურთი

19:13 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” რუსესკუ გაათავისუფლა

ევროპა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა “სევილიამ” და რუმინეთის ნაკრების თავდამსხმელმა რაულ რუსესკუმ ერთობლიივ შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა გაწყვიტეს. ამის შესახებ ანდალუსიური გუნდის ვებგვერდი წერს. 28 წლის რუსესკუ “სევილიელ დალაქებს” 2013 წელს ბუქარესტის “სტიაუადან” შეუერთდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ლა ლიგაში მან სევილიელთა რიგებში ერთადერთი მატჩი გამართა.

გასულ სეზონში რუსესკუ “სტიაუაში” იყო განათხოვრებული, რომლის შემადგენლობაშიც 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა. იგი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოძებნის.

0.112491