ევრობასკეტ2015-ის წინ ესპანეთის ნაკრების 22 წლის კალათბურთელმა ალექს აბრინესმა ფეხის ტრავმა მიიღო. როგორც ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აბრინესის ტრავმა სერიოზულია, რის გამოც “ბარსელონას” მსროლელი მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.
განვლილ სეზონში აბრინესი “ბარსელონას” შემადგენლობაში საშუალოდ შეხვედრაში 7.6 ქულას, 1.7 პასს და 1.5 მოხსნას აგროვებდა.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი 5 სექტემბერს დაიწყება და 20-ში დასრულდება.