კალათბურთი

16:43 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი, დიდი ალბათობით, ბელგიასთან ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი დიდი ალბათობით მონაწილეობას მიიღებს დღეს დაგეგმილ საკონტროლო მატჩში, რომელშიც ჩვენი გუნდის მეტოქე ბელგია იქნება.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის შეგირდები გუშინ საფრანგეთის ქალაქ რუანში ჩავიდნენ და დღეს და ხვალ ბელგიის და საფრანგეთის ნაკრებებთან სპარინგ-შეხვედრებს ჩაატარებენ.

მარკოიშვილმა ტრავმა სწორედ რუანში ვარჯიშის დროს მიიღო, თუმცა, რენტგენის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხარი სერიოზულად არაა დაშავებული და სავარაუდოდ, მანუ ბელგიელთა წინააღმდეგ ითამაშებს. ამ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველო-ბელგიის დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.134977