ფეხბურთი

16:15 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიაში” ლორენტე გაახსენდათ

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელი ფორვარდი ფერნანდო ლორენტე შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა “სევილიაში” გააგრძელოს. ამის შესახებ გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” წერს. 30 წლის ფორვარდის აყვანა “სევილიელ დალაქებს” იჯარის წესით სურთ. ლორენტეს ტურინში აღარ დაედგომება, რადგან მასიმილიანო ალეგრი მას ძირითადი შემადგენლობაში არ მოიაზრებს.

ბასკი ფორვარდი ტურინში 2013 წელს, ბილბაოს “ატლეტიკიდან” გადავიდა და მას შემდგომ 65 მატჩში 23 გოლი გაიტანა.

0.12059