ფეხბურთი

11:15 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედს” უარი უთხრეს

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი “საუთჰემპტონი” სენეგალელ ნახევარმცველ სადიო მანეს ვერ ელევა. 23 წლის ფეხბურთელის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” მას შემდგომ სურს, რაც ესპანელი პედროს ტრანსფერი ჩაეშალა, თუმცა, როგორც ინგლისური მედია იტყობინება, “საუთჰემპტონი” თავის ლიდერს არ შეელევა.

“სადიო ერთ-ერთი ჩვენი ნაწილია. მას არ გავყიდით, რადგან გრძელვადინია პროექტი გვაქვს”, - ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

აფრიკელი ფეხბურთელი პრემიერლიგაში ერთი წლის წინ გადავიდა და 30 მატჩში 10 გოლთან ერთად 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.

0.147031