ფეხბურთი

1:24 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ღამურებმა” მაქსიმუმი გამოადნეს (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დარჩენილი ხუთი მატჩი დასრულდა. გამართულ შეხვედრათაგან ყველაზე დიდ ინტერესს “მესტალიაზე” გასამართი მატჩი იწვევდა, სადაც ადგილობრივი “ვალენსია” ფრანგული “მონაკოს" მასპინძლობდა.

ესპანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთი კვირის თავზე, სამეფო ქალაქში საკმაოდ კომფორტული უპირატესობით ჩავლენ. “ვალენსიამ” “მონეგასკების” კარის ჩარჩოში სამჯერ დაარტყა და სამჯერვე მიზანს მიაღწია (!) – ანგარიში დასაწყისშივე როდრიგომ გახსნა, ხოლო შემდეგ თავი დანი პარეხომ და მატჩის მიწურულს სოფიან ფეგულიმ გამოიჩინეს. სტუმარმა პაშალიჩმა კი ერთი ხანობა წონასწორობის აღდგენა შეძლო, თუმცა ეს გოლი ლეონარდო ჟარდიმის გუნდს დიდად ვერაფერში წაადგა, ყოველშემთხვევაში ამ თამაშში. თუ რა იქნება საფრანგეთში, ამას 25 აგვისტოს გავიგებთ.

სტუმრად მოიგო და ჯგუფურ ეტაპთან ერთ ნაბიჯშია დონეცკის “შახტარი”. დონბასელებმა ვენაში, იქაურ “რაპიდს” ერთი გოლი გაუტანეს, მაგრამ წარმატებისთვის ესეც საკმარისი გამოდგა და ახლა, ავსტრიელებს ჯგუფში მხოლოდ სასწაულიღა თუ მოახვედრებს, თუმცა... თუმცა “რაპიდმა” ასეთი სასწაული წინა ეტაპზე უკვე გვიჩვენა, როცა ამსტერდამის “აიაქსს” აჯობა.

“სელტიკ პარკზე” უხვგოლიან მატჩში იმარჯვა გლაზგოს “სელტიკმა” – 3:2. რამდენად ეყოფათ შოტლანდიელებს ეს შედეგი შვედურ “მალმესთან” დაპირისპირებაში სულ მალე გვეცოდინება. ისე კი, სკანდინავიელებმა მათთვის ერთობ სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში გაიტანეს და ახლა სახლში ერთბურთიანი მოგებაც ყოფნით.

ალბანეთის ჩემპიონი “შკენდერბეუ” პირველი 45 წუთის შემდგომ ზაგრების “დინამოს” კი ამარცხებდა, მაგრამ როგორც ჩანს, კლასმა და გამოცდილებამ თავისი ქნა – მეორე ტაიმში ხორვატებმა მეტოქე ორჯერ დაამწუხრეს და ჯგუფური ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

უხვგოლიანი გამოდგა მატჩი ბაზელში. “სენტ იაკობს პარკზე” მასპინძლები თელ-ავივის “მაკაბისთან” ჯერ აგებდნენ, შემდეგ იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ფრეს დასჯერდნენ. ახლა, ისრაელში გამოცდილ შვეიცარიელებს რთული თამაში ელოდებათ, რადგან იქ “ბაზელს” მხოლოდ მოგება ანაც შედეგიანი (2:2 ან ზემოთ) ფრე თუ უშველით.

ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩები 25 აგვისტოს გაიმართება.

“ვალენსია” – “მონაკო” 3:1 (1:0) (VIDEO)

ვალენსია, “მესტალია”

“ვალენსია” (4-3-3): რაიანი; ბარაგანი, მუსტაფი, რუბენ ვეზო, გაია; პარეხო, პერესი (ნეგრედო 76), დე პაული (პიატი 56); ფეგული, ალკასერი (ფუეგო 66), როდრიგო

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო

“მონაკო” (4-2-3-1): შუბაშიჩი; ფაბინიო, რაჯი, კარვალიო, ეჩიეჯიე; ტულალანი, უოლასი; სილვა (ელ შაარავი 78), პაშალიჩი (ბაჰლული 76), კავალეირო (დირარი 63); მარტიალი

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 1:0 როდრიგო (4), 1:1 პაშალიჩი (49), 2:1 პარეხო (59), 3:1 ფეგული (86)

გაფრთხილება: მუსტაფი (78), პარეხო (88), ფეგული (90) - სილვა (2), პაშალიჩი (58), დირარი (66), რაჯი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 13 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6-10 თამაშგარე: 2-2 გაფრთხილება: 3:4

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

“რაპიდი” – “შახტარი” 0:1 (0:1) (VIDEO)

ვენა, “ერნსტ ჰაპელი”

“რაპიდი” (4-2-3-1): ნოვოტა; პაველიჩი, სონლეიტნერი, დიბონი, ოერი; პეცოსი, გრაჰოვაცი; შაუბი, ჰოფმანი (ალარი 84), კაინცი (შობესბერგერი 80); ბერიჩი (პროსენიკი 89)

მწვრთნელი: ზორან ბარისიჩი

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; სრნა, კუჩერი, რაკიტცკი, მარსიო აზევედო; ფრედი, სტეპანენკო (მალიშევი 46); მარლოსი (ედუარდო 80), ტეიშეირა, ტაისონი (ბერნარდი 86); გლადკი

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

გოლი: 0:1 მარლოსი (44)

გაფრთხილება: ბერიჩი (7), ოერი (26), დიბონი (30), კაინცი (59) – სრნა (36), სტეპანენკო (38), გლადკი (40), ფრედი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 9 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7-4 თამაშგარე: 2-2 გაფრთხილება: 4:4

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

“სელტიკი” – “მალმე” 3:2 (2:0) (VIDEO)

გლაზგო, “სელტიკ პარკი”

სელტიკი (4-4-1-1): გორდონი; ლუსტიგი (ემბროუზი 80), ბოაიტა, ვან დიკი, იზაგირე; ფორესტი, ბრაუნი, ბიტონი, არმსტრონგი (მაკეი-სტივენი 63); იოჰანსენი; გრიფიტსი (ჩიფტჩი 73)

მწვრთნელი: რონი დეილა

“მალმე” (4-4-2): ვილანდი; ტინერჰოლმი, არნასონი, ბენგსტონი, იუტუნი; როდიჩი, ლევიჩკი, რაკიპი (სანა 81), ბერგეტი; ეიკრემი (კარვალიო 72), დურდიჩი

მწვრთნელი: აგე არეიდე

გოლები: 1:0 გრიფიტსი (3), 2:0 ბიტონი (10), 2:1 ბერგეტი (52), 3:1 გრიფიტსი (62), 3:2 ბერგეტი (90)

გაფრთხილება: ბრაუნი (75), იოჰანსენი (90) – ტინერჰოლმი (68), რაკიპი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 10 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6-4 თამაშგარე: 5-2 გაფრთხილება: 2:2

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

“ბაზელი” – “მაკაბი” 2:2 (1:1) (VIDEO)

ბაზელი, “სენტ იაკობს პარკი”

“ბაზელი” (4-4-2): ვაცლიკი; ლანგი, ჰოეგი, სუხი, საფარი (დეგენი 74); ემბოლო, ელ ნენი, ზუფი, ბიარნსონი; იანკო (გაში 15), დელგადო (ბუტიუ 68)

მწვრთნელი: ურს ფიშერი

“მაკაბი” (4-3-3): პაბლო; შპუნგინი, ტ. ბენ ჰაიმი, ტიბი, ბენ ჰარუში; რიკანი (მიჩა 89), ალბერმანი, იგებური (პერეცი 71); ბენ ჰაიმი, ბენ ბასატი (მიტროვიჩი 51)

მწვრთნელი: სლავისა იოკანოვიჩი

გოლები: 0:1 ზაჰავი (30), 1:1 დელგადო (39, პენ), 2:1 ემბოლო (88), 2:2 ზაჰავი (90)

გაფრთხილება: ელ ნენი (19), სუხი (60) – იგებური (70), ალბერმანი (77), ზაჰავი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 5 (2) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 10-1 თამაშგარე: 5-8 გაფრთხილება: 2-2

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

“შკენდერბეუ” – “დინამო” 1:2 (1:0) (VIDEO)

ელბასანი, “ელბასან არენა”

“შკენდერბეუ” (4-3-3): შეჰი; ვაგიელი (ადემირი 87), რადაში, იაშანიკა, ეკურდინია; ლილა, შკემბრი, ნიმაგა; ლატიფი (პროგნი 79), სალიჰი, ბერიშა (აბაცი 90)

მწვრთნელი: მირელ ხოსა

“დინამო” (4-2-3-1): ედუარდო; ივო პინტო, სიგალი, ტარაველი, პივარიჩი; გონსალო, პაულო მაჩადო (კორიჩი 61); სუდანი (ფერნანდესი 78), როგი (ანტოლიჩი 71), პიაცა; ჰოჯიჩი

მწვრთნელი: ზორან მამიჩი

გოლები: 1:0 შკემბრი (37), 1:1 სუდანი (67), 1:2 პივარიჩი (90)

გაფრთხილება: ვანგიელი (48) – მაჩადო (36), პიაცა (44)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 19 (8) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5-9 თამაშგარე: 2-1 გაფრთხილება: 1:2

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

0.116902