კალათბურთი

1:09 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გელაზონია “ვალიადოლიდში” ითამაშებს

ესპანურმა “ვალიადოლიდმა”, რომელიც რანგით მე-3 ლიგა ლებ-სილვერის ბინადარია, ქართველ კალათბურთელ შოთა გელაზონიას (სიმაღლე 2.05 მ.) კონტრაქტი გაუფორმა.

21 წლის ცენტრმა გასული სეზონი ესპანეთის რანგით მე-4 ლიგა ება-ში გაატარა და საშუალოდ 15.5 ქულას, 8.8 მოხსნას და 1.1 პასს აგროვებდა, რითაც “ვალიადოლიდის” ყურადღება მიიპყრო.

ცნობისთვის, ვალიადოლიდელები ჯერ კიდევ 2013-14 წლების სეზონში ესპანეთის უმაღლეს ლიგა ACB-ში თამაშობდნენ, თუმცა, მას შემდეგ საგრძნობი უკუსვლა განიცადეს.

0.389116