სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:07 | 19.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიგინეიშვილი დასაჯეს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ “ცხინვალისა” და ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი ომარ მიგინეიშვილი ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 800 ლარიანი ჯარიმით დასაჯა.

საქმე ისაა, რომ მიგინეიშვილმა “ცხინვალისა” და “საბურთალოს” ამხანაგური მატჩისას მსაჯებს ჯერ სიტყვიერი, ხოლო თამაშის დასრულების შემდგომ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. გარდა ამ სასჯელისა, 31 წლის კიპერს ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციაც შეეფარდა.

მიგინეიშვილი “ცხინვალს” სეზონის წინ შეუერთდა. მას საქართველოს ნაკრებში ერთხელ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.11851
სარეკლამო ადგილი - 99
X x X