იტალიის სერია A-ს ბინადარ მილანის “ინტერს” კარს მომდგარ სეზონში ახალი 10 ნომერი ეყოლება. ამის შესახებ მილანური გრანდის ვებგვერდი იუწყება. “ნერაძურიში” აქამდე ამ ნომრით მადრიდის “რეალში” გასხვისებული მატეო კოვაჩიჩი ირჯებოდა, ხოლო ამიერიდან მას მონტენეგროელი სტევან იოვეტიჩი ჩაიცვამს.
აღსანიშნავია, რომ სტევანი მილანელების ახალწვეულია და თავდაპირველი ინფორმაციით, მას 35 ნომრიანი მაისურით უნდა ეთამაშა.