დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი რაუნდის საწყისი ხუთი მატჩი, რომლებიც სრულად მასპინძელთა დომინირებით აღინიშნა. თავად განსაჯეთ, გამართული ხუთივე შეხვედრა სტუმრებმა დათმეს. თანაც ისე, რომ მხოლოდ ორი გოლი გაიტანეს.
დღის პირველ მატჩში ყაზახეთის ჩემპიონმა “ასტანამ” საფეხბურთო სამყარო კვლავ გააოცა, მაგრამ ვინ უწყის, უკვე იქნებ ამ გუნდის წარმატება აღარავის აკვირვებს... ამჯერად ყაზახებმა საკუთარ მოედანზე მასზე გაცილებით გამოცდილი ნიქოზიის “აპოელი” მინიმალურად დაამარცხეს. გადამწყვეტი გოლი კი მატჩის დასაწყისშივე ჯოლჩიევმა გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაბრუნებასთან ერთ ნაბიჯშია “მანჩესტერ იუნაიტედი”. “წითელი ეშმაკებისთვის” ბელგიურ “ბრიუგესთან” საშინაო მატჩი ცუდად კი დაიწყო, მაგრამ ჰოლანდიელმა ახალწვეულმა მემფის დეპაიმ დაამტკიცა, რომ მასში დიდი თანხა “მანკუნიანელებს” ტყუილად არ გაუღიათ. წერტილი კი მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში შეცვალზე შესულმა მარუან ფელაინიმ დასვა და საპასუხო თამაშის წინ ლუის ვან გაალის გუნდს ორბურთიანი ფორა მოუტანა.
გამარჯვებული ჩავა გერმანიაში რომის “ლაციო”. “არწივებმა” რომის ოლიმპიურ სტადიონზე "ლევერკუზენს" კეიტა ბალდეს გვიანი გოლით მოუგეს, თუმცა საკუთარ კარი მშრალად შეინახეს და “ბაიარენაზე” მცირე უპირატესობით გავლენ.
იგივე ანგარიში დაფიქსირდა ბორისოვში, სადაც “ბატემ” გორის “დილას” მძლეველ ბელგრადის “პარტიზანს” მოუგო. უნდა აღინიშნოს, რომ სერბებმა მთელი მეორე ტაიმი მოედანზე კაცნაკლულებმა გაატარეს.
ლისაბონში ადგილობრივმა “სპორტინგმა” მოსკოვის ცსკას კი მოუგო, მაგრამ არცთუ სახარბიელო ანგარიშით – 2:1. გადამწყვეტი გოლი ლუზიტანებმა 82-ე წუთზე გაიტანეს, როცა ალჟირელმა სლიმანიმ იგორ აკინფეევს შანსი არ დაუტოვა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩები ერთი კვირის თავზე, 26 აგვისტოს გაიმართება.
“ასტანა” – “აპოელი” 1:0 (1:0) (VIDEO)
ასტანა, “ასტანა არენა”
“ასტანა” (4-4-2): ერიკი; ანიჩიჩი, ილიჩი, პოსტნიკოვი, მაკსიმოვიჩი, ჟუკოვი (ბეისებეკოვი 85), კეტევოამა (მუჟიკოვი 90), შომკო, ცანაში, ნუსერბაიევი (კაბანანგა 68), ჯოლჩიევი
მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი
“აპოელი” (4-2-3-1): ვატერმანი, კარლაო, ეფრემი (სტლიჩი 63), დე ვინსენტი, ლეალი, ალეშანდრუ (პიატოვსკი 46), მაკრიდესი (სოტირიუ 85), ანტონიადისი, ასტიზი, მორაეში, მარიო სერჟიო
მწვრთნელი: დომინგოს პასიენსა
გოლი: ჯოლჩიევი (14)
გაფრთხილება: შომკო (78) – დე ვინსენტი (14)
სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 10 (2) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 5-6 თამაშგარე: 3-1 გაფრთხილება: 1-1
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
“ლაციო” – “ლევერკუზენი” 1:0 (0:0) (VIDEO)
რომი, “ოლიმპიკო”
“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, დე ვრეი (ჯენტილეტი 89), მაურისიო, ლულიჩი; პაროლო, ბილია, ონაზი (მილინკოვიჩ-სავიჩი 53); ანდერსონი, კლოზე (კეიტა 46), კანდრევა
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰილბერტი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; ბენდერი, კრამერი; ჩალხანოღლუ (ბრანდტი 84); ბელარაბი, სონი (მეჰემდი 46); კისლინგი (კრუსე 90)
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
გოლი: 1:0 კეიტა (77)
გაფრთხილება: მაურისიო (49), მილინკოვიჩ-სავიჩი (82) - კისლინგი (20), ლენო (31), ვენდელი (36)
სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 9 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3-4 თამაშგარე: 0-3 გაფრთხილება: 2-4
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)
“მანჩესტერი” – “ბრიუგე” 3:1 (2:1)(VIDEO)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
“მანჩესტერი” (4-2-3-1): რომერო; დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ; ქერიკი (შვაინშტაიგერი 46), შნეიდერლინი; მატა, იანუზაი (ჩიჩარიტო 72), დეპაი; რუნი (ფელაინი 84)
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
“ბრიუგე” (4-3-3): ბრუზესე; კულსი, დუარტე, მეჩელე, დე ბოკი; სიმონსი (კლაუდემირი 40), მბომბო, დერკსი; ვასკესი (ვანაკენი 78), ვორმერი, დიაბი (ულარე 56)
მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი
გოლები: 0:1 ქერიკი (8, ა.გ), 1:1 დეპაი (13), 2:1 დეპაი (43), 3:1 ფელაინი (90)
გაფრთხილება: დარმიანი (50), სმოლინგი (81) - მბომბო (25), მეჩელე (73, 79), ვორმერი (90)
გაძევება: მეჩელე (79)
სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 19 (8) – 1 (1) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 10-1 თამაშგარე: 1-2 გაფრთხილება: 2-4 გაძევება: 0-1
მსაჯი: დენის აიტეკინი (გერმანია)
“ბატე” – “პარტიზანი” 1:0 (0:0) (VIDEO)
ბორისოვი, “ბორისოვ არენა”
“ბატე” (4-3-3): ჩემიკი; ზავნერჩიკი, პოლიაკოვი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი; ალექსიევიჩი, იაბლონსკი (სიგნევიჩი 71), გლები (ბაგა 86); გორდეიჩუკი, როდიონოვი, ვოლოდკო (სტასევიჩი 64)
მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი
“პარტიზანი” (4-4-2): ზ. ჟივკოვიჩი; ვულიეჩევიჩი, ბალაჟიჩი, ფაბრისიო, პეტროვიჩი; იევტოვიჩი, ბაბოვიჩი, ბრაშანაჩი, უმარუ; ა. ჟივკოვიჩი (ილიჩი 89), ბოჟინოვი (ტრუიჩი 54)
მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი
გოლი: 1:0 გორდეიჩუკი (75)
გაფრთხილება: გორდეიჩუკი (44), ზავნერჩიკი (90) – იევტოვიჩი (21, 45)
გაძევება: იევტოვიჩი (45)
სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 9 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 10-4 თამაშგარე: 2-0 გაფრთხილება: 2-2 გაძევება: 0-1
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
“სპორტინგი” – ცსკა 2:1 (1:1) (VIDEO)
ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”
“სპორტინგი” (4-4-1-1): რუი პატრისიო; ჟოაო პერეირა, ოლივეირა, ნალდო, ჯეფერსონი; კარილიო, ჟოაო მარიო (მანე 76), სილვა, რუისი (აკვილანი 65); გუტიერესი (მარტინსი 76); სლიმანი
მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ნაბაბკინი (ა. ბერეზუცკი 90); ვერნბლუმი, ძაგოევი; ტოშიჩი (მილანოვი 79), იერემენკო, მუსა; დუმბია (ნატხო 89)
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი
გოლები: 1:0 გუტიერესი (12), 1:1 დუმბია (40), 2:1 სლიმანი (82)
გაფრთხილება: გუტიერესი (23), ჯეფერსონი (26), ჟოაო პერეირა (47), სლიმანი (56) – ვერნბლუმი (28), ფერნანდესი (61), დუმბია (70)
სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 8 (4) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 9-2 თამაშგარე: 6-5 გაფრთხილება: 4-3
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)