ფეხბურთი

22:46 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეს” მარკიზიო გამოაკლდა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” წამყვანი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო დაუშავდა. ამის შესახებ ტურინული გრანდის ვებგვერდი წერს. 29 წლის შუახაზელი მომდევნო 20 დღის განმავლობაში მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო იუქმებს. მარკიზიოს იტალიის ჩემპიონატის სტარტზე “უდინეზესთან” და “რომასთან” გასამართი მატჩების გარდა სანაკრებო შეკრებაც გაუცდება.

იტალიელი ფეხბურთელი “იუვეს” აღზრდილია და შავ-თეთრი მაისურით 300-ზე მეტი მატჩს აქვს გამართული.

0.113586