ფეხბურთი

21:52 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

A BOLA: “ალექს სანდრო “იუვეს” ფეხბურთელია”

პორტუგალიური “პორტუს” მცველი ალექს სანდრო კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. ამის შესახებ A BOLA იუწყება. ლუზიტანური მედიის ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და ბრაზილიელის ტრანსფერი უახლოეს ხანებში ოფიციალურ სახეს მიიღებს. “იუვე” “დრაკონებს” 22 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსის სახით კიდევ 2 მილიონი შემდგომში დაემატება.

თავად სამხრეთამერიკელი კი ტურინში ხუთი სეზონი დარჩება და ანაზღაურების სახით სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს.

24 წლის ალექს სანდრო “პორტუში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მის მიმართ ინტერესს ინგლისური “მანჩესტერ სიტიც” იჩენდა.

0.114321