ჩოგბურთი

15:47 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი დამარცხდა, ჯავახიშვილი წინ მიიწევს

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მისი კარიერის უმაღლეს ნიშნულზე – 415-ე ადგილზე იმყოფება, მინსკის 15-ათასიან ფიუჩერსში ჩაება, თუმცა, მარცხი განიცადა. მეტრეველი პირველ წრეში ბელარუს არტურ დუბინსკის დაუპირისპირდა და 4:6, 6:7 (4:7) წააგო.

სამაგიეროდ, მინსკის ტურნირზე წარმატებულად ირჯება გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და ჯამში, უკვე 3 გამარჯვება იზეიმა.

კვალიფიკაციაში მე-6 ნომრად განთესილმა ჯავახიშვილმა ფრანგ ბენჟამინ პიეტრის 6:2, 6:1 სძლია, შემდეგ უკრაინელ დანილო ვერემეიჩუკსაც სძლია – 6:4, 6:1, უკვე ძირითად ბადეში კი “უაილდ ქარდის” მქონე ბელარუსი ივან ლიუტარევიჩი დაამარცხა – 7:6 (7:1), 6:1.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ასევე კვალიფიკაციიდან გამოსული ყაზახი დენის იევსეევი იქნება, რომელმაც მოულოდნელად, პირველ ნომრად განთესილ ბელარუს იარასლაუ შილას აჯობა – 3:6, 7:5, 6:2.

წყვილთა ტურნირში ჯავახიშვილი უკრაინელ დმიტრო ბადანოვთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ მატჩს ბელარუსების (ლიაონენკა-ზუბკოუ) წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.113431