თამაშგარე

10:27 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარად გაუთხოვარი აიდა ვიერის ვერ ივიწყებს

შვიდ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც იტალიელი მოდელი, აიდა იესპიკა და ლეგენდარული მექალთანე, ვეტერანი მობურთალი, კრისტიან ვიერი ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ აიდა სხვადასხვა ინტერვიუში ხშირად ახსენებს ხოლმე “ბობოს” სახელს და როგორც ჩანს ჯერ ისევ წარსულის ლანდებს ელაციცება.

აიდა იესპიკა კვლავაც მოქმედი მოდელია და თამამი ფოტოგადაღებები მისთვის ისეთივე სიამოვნების წყაროა, როგორც ჩვენთვის მისი ტან-ფეხის ცქერა, მარამ აიდას სხვა ხელობაც აქვს და პოდიუმზე ნარნარად გავლა-გამოვლის გარდა, თავს სიგარეტის ერთ-ერთი ბრენდის რეკლამებითაც ირჩენს.

სხვათა შორის, აიდა გათხოვილი არასოდეს ყოფილა და იგი სხვა მრავალი მისი პროფესიის ქალბატონთან ერთად მიიჩნევს, რომ გათხოვება და მოდელობა ერთურთთან შეუსაბამო მცნებებია და თუკი მოდელი გათხოვებას გადაწყვეტს, ეს მისი კარიერის დასასრულსაც ნიშნავს.

0.133952