ფეხბურთი

2:20 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულის” მეორე მოგება

ინგლისის ჩემპიონატის მე-2 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ენფილდ როუდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ლივერპულმა” დებიუტანტი “ბორნმუთი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

პირველი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მე-5 წუთზე მასპინძელთა კართან შეიქმნა, ელპჰიკმა თავური დარტყმით გოლის გატანა მოახერხა, თუმცა შეხვედრის მთავარმა მსაჯმა კრეიგ პაუსონმა ჯარიმა დააფიქსირა და გოლი საეჭვო ვითარებაში გააუქმა.

სამაგიეროდ, პაუსონმა ასევე ძალიან საკამათო ვითარებაში, გოლი ჩაუთვალა მასპინძლებს. ჯორდან ჰენდერსონის ჩაწოდების შემდეგ გოლი კრისტიან ბენტეკემ გაიტანა, რომელსაც არანაირი წესი არ დაურღვევია, თუმცა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა ფელიპე კოუტინიო, რომელიც ბურთზე თამაშს ცდილობდა და მას პასიურ მდგომარეობაში მყოფი ნამდვილად არ ეთქვა. თანაც, ახალი წესის მიხედვით, პრემიერლიგაში ყველა ის გოლი გაუქმდება, რომელშიც ერთი მოთამაშე მაინც თუ იქნება თამაშგარეში – მნიშვნელობა არ აქვს, ის იქნება თუ არა პასიურ მდგომარეობაში.

სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების ყველაზე კარგი შანსი 59-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ რიტჩის დარტყმული ძელმა უკუაგდო. დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა და ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:0.

“ლივერპულმა” ორივე საწყისი მატჩი ერთნაირი ანგარიშით მოიგო, ხოლო “ბორნმუთი” პირიქით ორივე შემთხვევაში 0:1 დამარცხდა.

ლივერპული – ბორნმუთი 1:0 (1:0)


ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ლოვრენი, შკრტელი, ჯ.გომესი, კლაინი, მილნერი, ჰენდერსონი (ჩანი 52), აიბი (ფირმინო 70), ლალანა, კოუტინიო (მორენო 81), ბენტეკე.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ბორნმუთი (4-4-2):
ბორუცი, ელპჰიკი, კუკი, ფრანცისი, დანიელსი, სურმანი, ო’კეინი (გოსლინგი 87), რიტჩი, გრადელი (სმიტი 81), უილსონი, კინგი (ტომლინი 61).
მწვრთნელი: ედი ჰოუ

გოლი: ბენტეკე 26.
გაფრთხილებები: ჯ.გომესი – ო’კეინი, რიტჩი, ტომლინი, კუკი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი

0.126741